გაკვეთილის  მთავარი  თემა
წრფივი ფუნქცია
სწავლების  საფეხური (კლასი)
IX კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 13(ცამეტიბავშვი.აქედან  5(ხუთგოგონაა  და  8(რვა) ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლემ შეძლოს წრფივი ფუნქციის გამოკვლევა და მისი თვისებების აღწერა.
წინასწარი  ცოდნა
●ფლობს სიდიდეებს შორის კავშირს, როცა ერთ-ერთის მნიშვნელობის ცოდნით მეორეს პოვნა შეიძლება.

შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(7 წთ.)
მოსწავლეებს  შევთავაზებ გაიხსენონ სიდიდეებს შორის წრფივი დამოკიდებულებების მაგალითები და მათ მიერ დასახელებულ ამოცანებს ჩავაწერინებ წრფივ ორუცნობიანი განტოლებების სახით.შემდეგ შევადარაბინებ მათ მიერ დაწერილ წრფივ ორუცნობიან განტოლებებს ერთმანეთს და დაუსვამ კითხვას:
-შეიძლება  თუ  არა  დავწეროთ ერთი ისეთი განტოლება რომელიც ყველა დასახელებულ დამოკიდებულებას აღწერს?
განუმარტავ წრფივი ფუნქციას და დაუსვამ შესაბამის კითხვებს.
-არის თუ არა მუდმივი ფუნქცია წრფივი ფუნქციის კერძო შემთხვევა?
-იცვლება თუ არა ფუნქციის მნიშვნელობა არგუმენტის მნიშვნელობის პროპორციულად?
- რა შემთხვევაში გადის წრფივი ფუნქციის გრაფიკი კოორდინატთა სათავეზე?
- რა შემთხვევაშია სხვადასხვა წრფივი ფუნქციის გრაფიკები პარალელური?
- რა შეიძლება იყოს წრფივი ფუნქციის განსაზღვრის არე?
-როგორ ვიპოვოთწრფივი ფუნქციის ნული?
-როგორ ვიპოვოთ წრფივი ფუნქციის დადებითობის ან უარყოფითობის შუალედი?
-როდის არის წრფივი ფუნქცია ზრდადი?
-როდის არის წრფივი ფუნქცია კლებადი?
და ასე შემდეგ....
ამის პარალელურად მოსწავლეებს მივაწოდებ წრფის საკუთხო კოეფიციენტის განმარტებას და გავარკვევინებ როდის არის საკუთხო კოეფიციენტი 450.
 (15 წთ.)
●ამის შემდეგ მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მივცემ წრფივ ფუნქციას გამოსაკვლევად. პრეზენტაციის საფუძველზე დავადგენ მათ საჭიროებებს და გაუწევ შესაბამის დახმარებას.
 (15 წთ.)
ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით ) და მოსწავლეებს ვაჩვენებ აღნიშნული თემის შესაბამის მასალას.(5 წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(3წთ)